თავში

ლომბარდები დალომბარდებულ ნივთსა და მის მეპატრონეზე ინფორმაციას შსს-ს მიაწოდებენ

ლომბარდები დალომბარდებულ ნივთსა და მის მეპატრონეზე
ლომბარდები დალომბარდებულ ნივთსა და მის მეპატრონეზე ინფორმაციას შსს-ს მიაწოდებენ

გირაოს სანაცვლოდ “სესხის გამცემ სუბიექტები” თითოეული ნივთისა და მისი ჩამბარებლის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატურად წარუდგენენ. ამას მათ კანონი ავალდებულებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების მიხედვით, არსებულ ორგანიზაციებთან ერთად ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტებსაც აქვთ.

1 აპრილამდე ლომბარდები უნდა დარეგისტრირდნენ შსს-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე, რითაც ისინი ამ ინფორმაციას შსს-ს ავტომატურად წარუდგენენ.

ცვლილება ლომბარდების სექტორში არალეგალური და მოპარული საქონლის ბრუნვის შემცირებას ისახავს მიზნად. სესხის გამცემი ობიექტებისთვის რეგულაციები 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესდა: შემცირდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი, დადგინდა პიგრასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და ა.შ. 

“სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს მიერ შემუშავებული ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია განახორციელოს სამინისტროსთვის მიმართვიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან ქსელურ კავშირს ერთობლივად უზრუნველყოფენ სუბიექტი და სამინისტრო,” - ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე 200-მდე სესხის გამცემი სუბიექტია დარეგისტრირებული. ლომბარდებს სპეციალურ ბაზასთან ინტეგრაციისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. სესხის გამცემი ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორში ამჟამად პროგრამული უზრუნველყოფის პროცესი დაწყებულია. ასოციაციაში ჯერ უჭირთ რამდენად გამართული იქნება ეს ყველაფერი ტექნიკურად, თუმცა მათი განმარტებით, ასეთი ხარვეზი ჯერ არ ჩანს. მათი განმარტებით, ახალი რეგულაცია დამატებითი ხარჯი იქნება ლომბარდებისთვის, თუმცა ცვლილება დარგში საეჭვო გარიგებების მოცულობას შეამცირებს და სექტორს უფრო დაცულს და სტაბილურს გახდის, რადგან ლომბარდებში არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ქონება თუ ძვირფასეულობა პრაქტიკულად გამოირიცხება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system