თავში

ლომბარდების სალაროში შარშან 14.3 მლნ. ლარის ნაღდი ფული დაფიქსირდა

ლომბარდების სალაროში შარშან 14.3 მლნ. ლარის ნაღდი ფული დაფიქსირდა
ლომბარდების სალაროში შარშან 14.3 მლნ. ლარის ნაღდი ფული დაფიქსირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით,  2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან 46.1 პროცენტი ქ. თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13.0 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 14.3 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 83.6 პროცენტი გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 16.4 პროცენტი - უცხოურ ვალუტაში.

2020 წლის ბოლოსათვის ლომბარდებს ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 14.5 მლნ. ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის 50.7 პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 49.3 პროცენტი - უცხოურ ვალუტაში. აღსანიშნავია, რომ ბანკებში განთავსებული თანხის მთლიანი მოცულობის 99.4 პროცენტი რეზიდენტ ბანკებზე მოდის. 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მლნ. ლარი შეადგინა (მათ შორის 87.1 პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 12.9 პროცენტი - უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი - იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 29.7 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 264.8 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 60.8 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია ნასესხები. ამასთან, სესხის 80.2 პროცენტი რეზიდენტებისგანაა აღებული.

საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 307.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99.9 პროცენტი) ფიზიკური პირია. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს მსესხებელთა პროცენტულ განაწილებას რეგიონების მიხედვით:

სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8 პროცენტი შეადგინა. საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში - 27.9 პროცენტს, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 24.3 პროცენტს შეადგენდა. საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 36.0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 22.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში:

რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილით ხასიათდება ქ. თბილისი (66.3 პროცენტი), აჭარა (22.6 პროცენტი), იმერეთი (4.6 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (4.2 პროცენტი) და ქვემო ქართლი (1.1 პროცენტი). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი წილით წარმოდგენილია ქ. თბილისში (70.7 პროცენტი), აჭარაში (21.7 პროცენტი), იმერეთში (3.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (2.6 პროცენტი) და ქვემო ქართლში (0.8 პროცენტი). ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს რეგიონების მიხედვით (თბილისის გარდა) 2020 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული და აღებული სესხების მოცულობას:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system