თავში

ლონდონი ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დასახელდა

​ლონდონი ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დასახელდა
ლონდონი ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დასახელდა

ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქად ლონდონი აღიარეს. ამ დასკვნამდე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Henley & Partners (H&P) ანალიტიკოსები მივიდნენ.

კომპანიის ექსპერტებმა შეადარეს მსოფლიოს 25 ქალაქი, სადაც ინვესტიციებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის აქტიური პროგრამები არსებობს. მათ შეაფასეს ინფრასტრუქტურის განვითარება, უსაფრთხოება, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სხვა მაჩვენებლები. თითოეული ქალაქის შედეგი გამოიხატება იმ ქულების ჯამში, რაც მან ათი კრიტერიუმის მიხედვით მიიღო.

ექსპერტების დასკვნის თანახმად, ლიდერთა სამეულშია: ლონდონი (705.7 ქულა), ნიუ იორკი (666.6) და სიდნეი (647.1). მეოთხე და მეხუთე ადგილები სინგაპურმა (644.7) და ციურიხმა (618.3) დაიკავეს. რეიტინგის მეექვსე ადგილი ლოს-ანჯელესმა, მეშვიდე - ბარსელონამ დაიკავა. ბიზნესისთვის საუკეთესო ქალაქების ტოპ-ათეულს ჰონგ-კონგი, ვენა და ტორონტო ხურავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system