თავში

საქართველო შესაძლოა ლურჯი მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანათა სიაში შევიდეს

ლურჯი მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანათა სიაში შევიდეს
საქართველო შესაძლოა ლურჯი მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანათა სიაში შევიდეს

„საქართველოს შესაძლოა, უახლოეს წლებში ლურჯი მოცვის უმსხვილესი 25 ექსპორტიორი ქვეყნის სიაში შევიდეს, თუ ის კენკროვანის წარმოებას დღეს არსებული ტემპებით გააგრძელებს“. ასეთი პროგნოზი აქვთ East Fruit.ge-ის ანალიტიკოსებს, რომელტა მონაცემებითაც 2020 წლის შედეგებით, საქართველოს 630 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტირება შეუძლია, რაც ექსპორტის ახალი რეკორდული მაჩვენებელი იქნება. 2019 წლის რეკორდი 185 ტონას შეადგენდა, რაც იმას ნისნავს, რომ ლურჯი მოცვის ექსპორტი ერთი სეზონის განმავლობაში 3.4-ჯერ გაიზრდება.

საქართველოში ლურჯი მოცვი მაშინ მწიფდება, როდესაც სრულდება ბაზრის მომარაგება ესპანეთიდან, ხოლო უკრაინიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ეს, ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს აძლევს შესაზლებლობას საერთასორისო ბაზარზე ნიშა დაიმკვიდროს.

„მოცვის ტრანსპორტირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საქართველოს ამ კენკრის მიწოდება ევროკავშირის ბაზრებზეც კი შეუძლია. თუმცა, მომდევნო წლებში რუსეთში ლურჯ მოცვზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი და ის ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ფასზე მაღალი იქნება, ამიტომ, ცხადია საქართველოდან მოცვის საექსპორტო მარაგების დივერსიფიკაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან“, - ამბობს FAO-ს საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი.

მისივე თქმით, საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტის მკვეთრი ზრდა რუსეთში, ეკონომიკური სირთულეებისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების მიუხედავად, ამ კეკროვან კულტურაზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული. 

ექსპორტის ზრდა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოება რომ არ გაზრდილიყო, სადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული კენკროვანი კულტურის ფართობები სულ უფრო იზრდება. 

"ბაღების უმრავლესობა მსხმოიარობის სრულ ფაზაზე გადის და ლურჯი მოცვის მიწოდებაც იზრდება“, - განმარტავს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი.

ცნობისთვის, EastFruit-ი არის რუსული ანალიტიკური პლატფორმა , რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების შესახებ ინფორმაციას აანალიზებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system