თავში

მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის კვლევა და საქართველოს მიღწევები შეაფასა

მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის კვლევა და საქართველოს მიღწევები შეაფასა
მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის კვლევა და საქართველოს მიღწევები შეაფასა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი ქვეყნისთვის  საამაყოა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლევამ მოიცვა 144 ქვეყანა და მრავალი ათასი კომპანია, მათ შორის, 500-ზე მეტი კომპანია საქართველოში.

„მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში, 2019 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის დასაწყისამდე პერიოდი მოიცვა. ძალიან საინტერესო და სასიხარულოა, რომ ამ 144 ქვეყნაში კორუფციის დონით, ჩვენ საუკეთესო ათეულში ვართ, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია. თავად კორუფცია ფასდება რამდენიმე პარამეტრით. ერთ-ერთია, რამდენად მოუწია ქრთამის აღება სხვადასხვა კომპანიას. ამ შედეგით, მსოფლიოში 10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანათა შორის ვართ. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით. ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესოა, რომ ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად კორუფციის თვალსაზრისით მაღალრისკიანია, მაგალითად, ნებართვების გაცემა, ლიცენზიების გაცემა, ასევე, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა. აქ ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკი საწარმოთა კვლევას პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს და ყურადღებას ბიზნესგარემოს იმ მრავალ ასპექტზე ამახვილებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორის, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.

კვლევა საქართველოში 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა და ამ პერიოდში 581 სხვადასხვა კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system