თავში

მაღალმთიან აჭარაში ეთნოსოფლები და ლაზური მეთევზეობის ატრაქციები მოეწყობა

​მაღალმთიან აჭარაში ეთნოსოფლები და ლაზური მეთევზეობის
მაღალმთიან აჭარაში ეთნოსოფლები და ლაზური მეთევზეობის ატრაქციები მოეწყობა

მაღალმთიან აჭარაში ეთნოსოფლები და ლაზური მეთევზეობის ატრაქციები მოეწყობა. ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ.

დეპარტამენტის ცნობით, მაღალმთიან აჭარაში უკვე მიმდინარეობს მთა ჩირუხის ინფრასტრუქტურის განვითარება, მაჭახელასა და ხაბელაშვილების ხიდის მიმდებარედ წისქვილების და ეთნო სოფლის მოწყობა, სადაც ვიზიტორთა ცენტრი და ყველა დამხმარე ნაგებობა იქნება, რაც ეთნოსოფლისთვის არის დამახასიათებელი.

ასევე, დაგეგმილია სარფი, გონიო–კვარიათის მიმართულებით ლაზური თემატიკის პროექტის გაკეთება, რაც გულისხმობს ლაზური მეთევზეობის, ნავების პროექტის აღდგენას. სამუშაოები დაწყებულია და და 2021 წლისთვის პროექტების უმრავლესობა დასრულებული იქნება.

შუახევის მუნიციპალიტეტში, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის სპეციალური ინფრასტურქტურა მოეწყობა. ხიხანის ციხეზე ასასველელი ბილიკი გაკეთდება. შეიქმნება ხულოს მუნიციპალიტეტიდან შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს შორის მარშრუტები და ბილიკები.

„წელს საერთაშორისო მიმართულებით რეკლამას ვერ ვახორციელებთ, ამიტომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა გადართულია შიდა ტურიზმის მიმართულებით. აჭარას უნიკალური შესაძლებლობები აქვს შემოდგომის პერიოდშიც, ვგულისხმობ დაცულ ტერიტორიებს, ციტრუსის რთველს და ყველას მოვუწოდებ, ჩაერთონ ამ ლამაზ სანახაობაში, რაც შავიზღვისპირა ზოლში გაგვაჩნია,“ – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

დაგეგმილი პროექტების გარდა, ბევრი ადგილია, რომლიც დიდი მოწონებით სარგებლობს შიდა ტურისტებშიც, მაგალითად; ბათუმის დელფინარიუმი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი, სადაც მოწყობილია გასართობი სივრცეები და თოკების პარკი, რაც თავგადასავლების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია, ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, სარფი–გონიოსა და კვარიათის პლიაჟი. მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილი, ბეშუმი, ასევე, მწვანე ტბა, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ზონები, ბაგირი, რომელიც ტბის გარშემოა გაკეთებული.

აუცილებლად სანახავი ადგილების ნუსხაშია ციცინათელასა და მინიატურების პარკი და ასევე ახლადგახსნილი უნიკალური დენდროლოგიური პარკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system