თავში

მაინინგის ასახვა საქართველოს მშპ-ში ვერ ხორციელდება - საქსტატი

მაინინგის ასახვა საქართველოს მშპ-ში ვერ ხორციელდება - საქსტატი
მაინინგის ასახვა საქართველოს მშპ-ში ვერ ხორციელდება - საქსტატი

“საქსტატს” მაინინგის სფეროს შესახებ კითხვით დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა. უწყების მიერ სადეპუტატო კითხვაზე პასუხიდან ირკვევა, კრიპტოვალუტის წარმოების (ე.წ. მაინინგის) ასახვა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება.

“კრიპტოვალუტის წარმოების (ე.წ. მაინინგის) ასახვა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება, რადგან არ არსებობს აღნიშნული საქმიანობის აღრიცხვის საერთაშორისო მეთოდოლოგია და შესაბამისი პრაქტიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საქმიანობების ეროვნული კლასიფიკატორი - სეკ 006-2016, არ იძლევა კრიპტოვალუტის წარმოების, როგორც ცალკე ეკონომიკური საქმიანობის სახის იდენტიფიცირების საშუალებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ციფრული აქტივების (მათ შორის კრიპტოვალუტის) კლასიფიცირების და მათი წარმოების აღრიცხვის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგაც შესაძლებელი გახდება კრიპტოვალუტის წარმოებით დაკავებული კომპანიების ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება და მთლიან შიდა პროდუქტში ასახვა,”- ნათქვამია საქსტატის გენერალური დირექტორის პასუხში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system