თავში

მაისში, აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტის წ/წ 45.0%-ით გაიზარდა

მაისში, აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტის წ/წ 45.0%-ით გაიზარდა
მაისში, აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტის წ/წ 45.0%-ით გაიზარდა

"თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მაისში, აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტის წ/წ 45.0%-იანი ზრდა (-0.4% მაი-2019-თან შედარებით) როგორც ადგილობრივმა ექსპორტმა, ასევე რე-ექსპორტმა განაპირობა. 

ადგილობრივ ექსპორტზე (წ/წ +32.5%) მთლიანი ზრდის - 25.1 პპ, ხოლო რე-ექსპორტზე (წ/წ +87.2%) 19.9 პპ მოდიოდა. მანქანების (წ/წ +186.6%), ფეროშენადნობების (წ/წ +89.5%), სპილენძის (წ/წ +48.8%), მინერალური წყლების (წ/წ +100.7%), ღვინისა (წ/წ +6.1%) და თხილის (წ/წ +19.7%) ექსპორტმა ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამასთან, კლება დაფიქსირდა ოქროს (წ/წ -20.4%), მედიკამენტებისა (წ/წ -6.2%) და ძვირფასი ლითონების (წ/წ -87.0%) ექსპორტში. ძვირფასი ლითონების ექსპორტში მკვეთრი ვარდნა მაღალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, რაც, სავარაუდოდ, წინა წლის მაისში ერთჯერადმა მკვეთრმა მატებამ განაპირობა. რეგიონულ ჭრილში, აპრილში 28.6%-იანი ზრდის შემდეგ, მაისში ევროკავშირის ქვეყნებში (წ/წ -38.1%) ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამავდროულად, აპრილის მსგავსად, 2021 წლის მაისში დსთ-ის ქვეყნებში (წ/წ +74.5%) ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

იმავე პერიოდში, აშშ დოლარში გამოხატული იმპორტის წ/წ 40.3%-იანი ზრდა (-6.5% მაი-2019-თან შედარებით) ყველა ძირითადმა კატეგორიამ განაპირობა. ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი სამრეწველო მარაგების (წ/წ +41.9%) იმპორტმა შეიტანა. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამომხმარებლო საქონლის (წ/წ +61.0%), კაპიტალური საქონლისა (წ/წ +48.1%), საწვავი მასალების (წ/წ +92.1%), სატრანსპორტო საქონლისა (წ/წ +20.4%) და სურსათის (წ/წ +4.8%) იმპორტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system