თავში

მაისში ბანკებს მოგება გაეზარდათ

მაისში ბანკებს მოგება გაეზარდათ
მაისში  ბანკებს მოგება გაეზარდათ

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის მაისი 53,353 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,631 მილიონი ლარით მეტია. შარშან მაისში ბანკების წმინდა მოგება 63,984 მილიონ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მაისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,217 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -52,881 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 20,937 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, 2020 წლის მაისში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 362,625 მილიონი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 306,333 მილიონი ლარი. მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 301,914 მილიონი ლარი შეადგინა.

დღეს ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system