თავში

"მარშრუტკების" აკრძალვით შესაძლოა გადამყიდველებმა ისარგებლონ

"მარშრუტკების" აკრძალვით შესაძლოა გადამყიდველებმა ისარგებლონ
მარშრუტკების აკრძალვით შესაძლოა გადამყიდველებმა ისარგებლონ

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ პროდუქტებს კიდევ უფრო გააძვირებს. მისი განმარტებით ხალხი ვერ მივა ბაზრობებამდე და შედარებით იაფად ვერ შეიძენს პროდუქტებს, შესაბამისად, შენგელია ლოგიკურად მიიჩნევს რომ მაღაზიებში კიდევ გაიზრდება მოქალქეების ისედაც გაზრდილი მოთხხოვნა პროდუქტებზე, რაც ფასებს გაზრდის.

"აღნიშნული რეგულაციის პარალელურად,მთავრობამ და ქალაქის მერიამ თავისი რაიონების მიხედვით დიდ საკოლმეურნეო ბაზრობებზე მყოფი ტრანსპორტი საიდანაც იყიდება პროდუქტი უნდა გადაანაწილოს შეძლებისდაგვარად საცხოვრებელი კორპუსებთან ახლოს ეზოებში ან მეტროსადგურებთან ახლოს რათა იქ მოხდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვით ისარგებლებს "ქორვაჭრები" და გაზრდილი ფასებს შეინარჩუნებენ ან ისევ აწევენ. აღნიშნული ღონისძიება უნდა გაგრძელდეს შექმნილი სიტუაციის დარეგულირებამდე," - ამბობს შენგელია და დასძენს, რომ სასტუმროები, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება და ბიუჯეტიდან უფარავენ საბანკო სესხების პროცენტს, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს თვითიზოლაციისათვის ან/და კარანტინისათვის.

"ამით გაკონტროლდება მათი ქცევა რომელიც პანდემიასთან ბრძოლას ნამდვილად შედეგიანს გახდის და დაიდება რეალური შედეგი. (გაითვალისწინეთ ადამიანებს არ აქვთ საკმარისი საცხოვრებელი ბინები სადაც გამოიკეტებიან და დანარჩენ ოჯახის წევრების ვირუსის გადადების საფრთხე ს არ დაემუქრება. ან საერთოდ დაცარიელებულ სასტმროების მეპატრონეებს შეუთანხმეთ ეს საკითხები, სასტუმროს პერსონალიც შენაჩუნდება და პრევენციასთან ბრძოლაც შედეგიანი იქნება," - ამბობს შენგელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system