თავში

მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ შეასრულებს. მისი ღირებულება 66 801 ლარია.

პროექტი ითვალისწინებს პირსის, საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობას.ლოკაციაზე ერთად იქნება შესაძლებელი სპორტული თევზჭერა და ტურისტული მიმართულების განვითარება.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system