თავში

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა
მარტში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მარტში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 7.6%-ით შემცირდა და მილიარდ 50 მილიონი კილოვატისაათი შეადგინა. 

თბილისში, „თელასის“ აბონენტების მოხმარება 12.2%-ით შემცირდა, რეგიონებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების კი - 24%-ით.

აფხაზეთის რეგიონი მოხმარების მზარდი მონაცემებით გამოირჩეოდა, ამჯერად აქ 3.8%-იანი კლებაა. 

მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 4.3%-ით გაიზარდა და 217.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

,,სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, მარტში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, საქართველოს მასშტაბით, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია 9%-ით, შარშანდელთან შედარებით, ხოლო იანვართან შედარებით, 13%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system