თავში

მარტში საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა 0 ლარი იყო

მარტში ​საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა 0 ლარი იყო
მარტში საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა 0 ლარი იყო

საქართველოს საფონდო ბირჟაზე (სსბ) 2021 წლის მარტში საშუალო დღიური ბრუნვა 0 ლარია. როგორც საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბირჟაზე ფასიან ქაღალდებზე გასული თვის განმავლობაში გარიგებები არ დადებულა.  ამჟამად სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია დაშვებული. მათი ჯამური მოცულობა $699 მილიონი დოლარია.

2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სსბ-ის სავაჭრო სისტემაში დაშვებული იყო 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.699 მილიარდი აშშ დოლარი.

2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ 8 გარიგება შედგა, მათი მოცულობა კი 2,453 ლარს შეადგენდა. მათ შორის სავაჭრო სესიებზე ბოლო გარიგება 23 თებერვალს დარეგისტრირდა, რომლითაც "ლიბერთი ბანკის" 366 ლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით.

ცნობისთვის, საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას. ის სთავაზობს საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს.




საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system