თავში

მასკი ლას-ვეგასის ქვეშ გვირაბებს გაიყვანს

მასკი ლას-ვეგასის ქვეშ გვირაბებს გაიყვანს
მასკი ლას-ვეგასის ქვეშ გვირაბებს გაიყვანს

ილონ მასკის კუთვნილი კომპანია Boring Company ლას-ვეგასის ქვეშ  გვირაბების სისტემას გაიყვანს. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Engadget წერს.

გამოცემის ცნობით, გვირაბების საერთო სიგრძე  დაახლოებით 47 კმ იქნება. 

კომპანია გეგმავს 51 მიწისქვეშა სადგურის შექმნას, რომელიც ქალაქის სასტუმროებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებს ერთმანეთთან დააკავშირებს.  პირველ ექვს თვეში კომპანია 10 სადგურის აშენებას გეგმავს, შემდეგ კი ყოველწლიურად 15-20 სადგურს გახსნის.

ამ ეტაპზე, მასკს პროექტის განსახორციელებლად  ადგილობრივი მარეგულირებლებისგან სპეციალური ტექნიკური ნებართვა ესაჭიროება.

Vegas Loop-ს საათში დაახლოებით 57,000 მგზავრის გადაყვანა შეეძლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system