თავში

მასკის ქონება ერთ დღეში $33,8 მლრდ-ით გაიზარდა

მასკის ქონება ერთ დღეში $33,8 მლრდ-ით გაიზარდა
მასკის ქონება ერთ დღეში $33,8 მლრდ-ით გაიზარდა

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 24 საათში 33,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა კომპანიამ ელექტრომობილების მიწოდების რეკორდი დაამყარა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Markets Insider იუწყება. 

ამ მომენტისათვის მასკის მთლიანი ქონება 304 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ადგილს ჯეფ ბეზოსი იკავებს 196 მილიარდი დოლარით.

Tesla-ს  აქციები 13,5%-ით გაიზარდა და 1199,78 აშშ დოლარს მიაღწია. Tesla-მ 2021 წელს მომხმარებელს 936 172 ელექტრომობილი მიაწოდა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა Lex Friedman-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX მარსზე ადამიანებს 5-10 წელიწადში გაგზავნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system