თავში

მასკმა ჩინეთის ბრალდებებს უპასუხა

მასკმა ჩინეთის ბრალდებებს უპასუხა
მასკმა ჩინეთის ბრალდებებს უპასუხა

ბიზნესმენმა ილონ მასკმა ჩინეთის ბრალდებები უარყო. მისი თქმით,  მისი კუთვნილი Starlink-ის პროგრამის ფარგლებში გაშვებული თანამგზავრები ჩინეთის კოსმოსურ სადგურს საფრთხეს არ უქმნიან. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა BBC წერს. 

„კოსმოსი უსასრულოდ დიდია, თანამგზავრები კი ძალიან მცირე. ჩვენ ვერავის დავბლოკავთ და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ. რამდენიმე ათასი თანამგზავრი არაფერია. ეს იგივეა, რაც, ვთქვათ, რამდენიმე ათასი მანქანა დედამიწაზე”, - განაცხადა მასკმა.

პეკინის ცნობით, 2021 წელს ჩინეთის ორბიტალური სადგური ორჯერ გახდა იძულებული Starlink-ის თანამგზავრებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად სასწრაფო მანევრები განეხორციელებინა.

ჩინეთმა ილონ მასკის Starlink-ის თაობაზე გაერო-ს კოსმოსურ საქმეთა ოფისს საჩივრით მიმართა.

Starlink არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის გავრცელების მიზნით შეიქმნა. ორბიტაზე უკვე დაახლოებით 1,9 ათასი თანამგზავრია გაშვებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system