თავში

მეფუტკრეები ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითხოვენ

მეფუტკრეები ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითხოვენ
მეფუტკრეები ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითხოვენ

საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაცია სახელმწიფოსგან ლაბორატორიული კვლევების დაფინანსების ნაწილში სუბსიდირებას ითხოვს.

საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ბაზარზე გატანისთვის აუცილებელია სინჯები, რომლის საშუალო ღირებულება, მეფუტკრეების განმარტებით, ერთეულის შემთხვევაში 3 300 ლარსაც კი აღწევს, რაც თაფლის მწარმოებლებისთვისაც დიდი ფინანსური ტვირთია.

ასოციაციის წარმომადგენელის ალეკო პაპავას ინფორმაციით, საქართველოში თაფლის ლაბორატორია ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, რის გამოც სინჯები გერმანიის ან საფრანგეთის ლაბორატორიებში იგზავნება.

"თითოეული სინჯი შიდა ბაზრისათვის მეფუტკრეს უჯდება 700 ლარამდე, ექსპორტისთვის კი 3 300 ლარზე მეტი, წარმოიდგინეთ რამდენი სინჯია და ეს თითოეული მეფუტკრისათვის რამხელა ხარჯია. გვითხრეს, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა“, - განაცხადა პაპავამ.

ცნობისთვის, ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებს 12 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა პანდემიის გამო შეხვედრა გაუქმდა.

მეფუტკრეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 3 წლის მანძილზე დაგროვებული ასეულობით ტონა გაუყიდავი მარაგები არსებობს, რომლის გაყიდვაც სერთიფიკატის უქონლობის გამო ვერ ხერხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system