
საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 39%-ით გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ $11.9 მილიონის ღირებულობის 4.6 ათასი ტონა მეორადი ტანსაცმელი შეიძინა.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 3.3 ათასი ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტში $9.5 მილიონი დაიხარჯა.
რმეორადი ტანსაცმლის TOP-7 იმპორტიორი ქვეყანაა:
- თურქეთი - $3.9 მილიონი/1.6 ათასი ტონა;
- აშშ - $1.6 მილიონი/215 ტონა;
- ესპანეთი - $ 903.2 ათასი/312 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო -$846.2 ათასი/462 ტონა;
- გერმანია - $671 ათასი/266.5 ტონა;
- ნიდერლანდები - $667 ათასი/216 ტონა;
- ბელგია - $ 478 ათასი/254 ტონა.
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"