თავში

მეშახტეებს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ

მეშახტეებს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ
მეშახტეებს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ

„საქნახშირში“ შრომის პირობების გასაუმჯობესებლად ძირეული ცვლილებები გრძელდება. კომპანია შახტების სრულ რეკონსტრუქციას გეგმავს, რომლის ფარგლებში ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, 2020 წლის სექტემბრიდან ახალი საშტატო განაკვეთი დამტკიცდა და „საქნახშირი“ ანაზღაურების ახალი სისტემაზე გადავიდა. წარმოების ოპტიმიზაციისთვის კი განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია.

2020 წლის 1 სექტემბრიდან ხელფასები 20%-ით გაიზარდა, ცალკეულ ქვედანაყოფებზე კი ანაზღაურებამ 40%-მდე მოიმატა. მომპოვებელ, მზადებით და სარემონტო უბნებზე ანაზღაურება გამომუშავებით ხდება და ამ მიმართულებით დასაქმებულების ყოველღიური ანაზღაურება საშუალოდ 90-100 ლარი გახდა. საერთო ჯამში, საწარმოს ერთი თვის სახელფასო ფონდი 250 000 - 300 000 ლარით გაიზარდა.

კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები დადებითად იმოქმედებს როგორც დასაქმებულების მოტივაციაზე და მათ მატერიალურ მდგომარეობაზე, ისე ქვა-ნახშირის მოპოვებაზე. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით ნახშირის წარმოება 1707 ტონას შეადგენდა, 2020 წლის 9 თვის მონაცემებით კი წარმოება 115875 ტონამდეა გაზრდილი.

შახტების ერთწლიანი მოკლევადიანი განვითარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 13 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system