თავში

Meta მომხმარებლებს ინტიმური სურათების გაგზავნას სთხოვს

Meta მომხმარებლებს ინტიმური სურათების გაგზავნას სთხოვს
Meta მომხმარებლებს ინტიმური სურათების გაგზავნას სთხოვს

Meta Platforms (ყოფილი Facebook), ბრიტანულ სერვის Revenge Porn Helpline-თან ერთად, მომხმარებლების დასაცავად სპეციალურ სერვისს შემოიღებს. აღნიშნული სერვისი მომხმარებლების დაცვას ემსახურება და ინტიმური ხასიათის სურათების გავრცელების თავიდან აცილებას ითვალისწინებს. შესაბამისი განცხადება Meta-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

განცხადების თანახმად, მომხმარებლების ინტიმური ფოტოების გამოქვეყნება მათი ნებართვის გარეშე მკაცრად გაკონტროლდება.

პლატფორმის გაშვებას მხარი მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა.

„ეს პლატფორმა არის პირველი გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო და საიმედო დახმარების გაწევას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ მათი ინტიმური სურათები, შესაძლოა, მათი თანხმობის გარეშე გაავრცელონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი ხასიათის სურათების უნებართვოდ გავრცელებისგან თავის დასაცავად კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, თავიანთი ინტიმური სურათები StopNCII.org ვებსაიტზე წინასწარ ატვირთონ. სისტემა გადაამუშავებს სურათების სპეციალურ ციფრულ ანაბეჭდებს და მისი წყალობით, ინტერნეტში თქვენი სურათის გავრცელების შემთხვევაში, შეტყობინება მომენტალურად მოგივათ. 

სერვისით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system