თავში

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - PHOTO

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება

მეტროსადგურ გოცირიძის ბაქანი გადაიხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა.

კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი ახლიდან 6 სექტემბერს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 425 500 ლარია.

ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტის თანახმად, გარდა გადახურვისა დაგეგმილია მათ შორის - ალუმინის ფანჯრების მოწყობა, მოაჯირების მოწყობა, მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი, ლიფტის მოწყობა შშმ პირებისათვის და ა.შ.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 210 კალენდარული დღეა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 1-ლი ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 2 045 650 ლარი იყო. თუმცა, მაშინ ტენდერი არ შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system