თავში

მეწარმეებს 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი ჩაუტარეს

მეწარმეებს 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი ჩაუტარეს
მეწარმეებს 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი ჩაუტარეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) პირველად, სტუ-ის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის მონაწილეებისთვის „მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ გაიმართა. როგორც სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იუწყება, „მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნული ტრენინგ-კურსი კილის უნივერსიტეტის (გერმანია) ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით მომზადდა.

ორდღიანი პროგრამა სამოტივაციო-სასესიო გამოსვლებსა და პრეზენტაციებს ითვალისწინებდა. მათი შინაარსი მოიცავდა 5 განსხვავებულ მოდულს მეწარმეობასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მეწარმეობა და თანამედროვე გამოწვევები; იდეების გენერაცია და ბიზნესმოდელების დამუშავება; გუნდური მუშაობა და სამეწარმეო გუნდის ფორმირება; თანამედროვე საინფორმაციო სისტემები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესის განვითარებაზე (E-commerce); ბიზნესიდეების პრეზენტაციების სწორად მომზადება-წარდგენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში აქტიურად ჩაერთნენ, როგორც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები და აკადემიური პერსონალი. რექტორის თქმით, ტრენინგ-კურსის ჩატარება „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბენეფიციარების წარმატებულ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system