თავში

მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა

მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა
მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა. 

სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ აცხადებე, რომ 26 307 მიღებული განაცხადიდან, შემდეგ ეტაპზე - 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა.

მეორე ეტაპზე გადასული ბიზნესიდეის განაცხადებიდან 2 056 განაცხადის ავტორი ქალი, ხოლო 2 047 იდეის ავტორი კაცი მეწარმეა. ახალი პირობებით განახლებული სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეები მიღება დაიწყო 5 ოქტომბერს და 26 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა.

მიღებულ განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები ახორციელებდნენ.

მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად მიენიჭა კოდი. შემფასებლებმა კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით დაახარისხეს მიღებული აპლიკაციები.

მნიშვნელოვანია, რომ მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანპტებისთვის ბიზნესგეგმების განაცხადების შევსება დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება, ხოლო მანამდე განაცხადების ავტორებს ბიზნესგეგმების წერის ტრენინგები ჩაუტარდებათ.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system