თავში

Microsoft-ის თანამშრომლები Meta-ში გადადიან

Microsoft-ის თანამშრომლები Meta-ში გადადიან
Microsoft-ის თანამშრომლები Meta-ში გადადიან

ამერიკული კომპანია Microsoft-ის გუნდმა, რომელიც  HoloLens-ის გაძლიერებული რეალობის ყურსასმენს ავითარებს, გასულ წელს 100-მდე თანამშრომელი დაკარგა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Windows Central წერს.

საერთო ჯამში, HoloLens-ის პროექტებზე Microsoft-ის დაახლოებით 1500 თანამშრომელი მუშაობს. მათგან თითქმის ასი გასულ წელს სხვა კომპანიებში გადავიდა. მათ შორის, 40-ზე მეტი Meta-ში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ის ინტეგრირებული ვიზუალური გამაძლიერებელი სისტემის (IVAS) მიწოდება აშშ-ს არმიისთვის გადაიდო.

კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ Microsoft-მა არ დაიქირავა საკმარისი ინჟინრები ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესასრულებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system