თავში

მილიარდერები, რომლებიც 2021 წელს გარდაიცვალნენ

მილიარდერები, რომლებიც 2021 წელს გარდაიცვალნენ
მილიარდერები, რომლებიც 2021 წელს გარდაიცვალნენ

2021 წელს 27 მილიარდერი გარდაიცვალა. ისინი იმ 2755 მილიარდერს შორის იყვნენ, რომლებიც Forbes-მა 2021 წლის აპრილში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის დაასახელა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

2021 წელს გარდაცვლილი მილიარდერების უმეტესობა 80 წელს გადაცილებული იყო. მათ შორის - აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ყველაზე დიდი დონორი შელდონ ადელსონი და ბრიტანელი ბიზნესმენი სერ დევიდ ბარკლი. ორი მილიარდერი - ოლივიე დასო და პიტერ კელნერი -  ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი ჩინელი მილიარდერი ზუო ჰუი აღმოჩნდა, რომელმაც უძრავი ქონების ბროკერი KE Holdings დააარსა და მოულოდნელი გართულების შემდეგ 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გთავაზობთ იმ მილიარდერების ჩამონათვალს, რომლებიც გასულ წელს გარდაიცვალნენ:

შელდონ ადელსონი 

ამერიკელმა ბიზნესმენმა, რესპუბლიკელების გავლენიანმა მხარდამჭერმა და აზარტული თამაშების მაგნატმა, შელდონ ადელსონმა ლას-ვეგასში, სინგაპურსა და მაკაოში კურორტების ქსელი შექმნა და 35 მილიარდი დოლარის ქონება გამოიმუშავა. 87 წლის ასაკში, გარდაცვალების დროს, იგი მე-19 ადგილზე იყო უმდიდრესი ადამიანების სიაში. 

ადელსონი ცდილობდა სიმდიდრე ამერიკელი პოლიტიკოსების მხარდასაჭერად გამოეყენებინა, რათა  ამერიკული პოლიტიკის რუხი კარდინალი გამხდარიყო: ის იყო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი და ნიუტ გინგრიჩის, მიტ რომნის, დონალდ ტრამპისა და სხვა რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდასაჭერად მილიარდობით დოლარი დახარჯა. 

კარლოს არდილა ლულე

არდილა ლულე ფლობდა უზარმაზარ ბიზნეს იმპერიას, რომელიც მოიცავდა სასმელებს, რადიო და სატელევიზიო სადგურებს და შაქრის ქარხნებს კოლუმბიაში. მეწარმე ასევე ფლობდა კოლუმბიის საფეხბურთო გუნდს - Atletico Nacional-ს. 

იგი 2021 წლის აგვისტოში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქონება იმ დროისათვის 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

სერ დევიდ ბარკლი

ბრიტანელი მილიარდერი სერ დევიდ ბარკლი და მისი ტყუპი ძმა სერ ფრედერიკი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის იყვნენ. მათ იყიდეს კერძო კუნძული საფრანგეთის სანაპიროსთან და იქ ააშენეს გოთური ციხე, როგორც ოჯახის თავშესაფარი.  

ბარკლიმ ტყუპებმა ააგეს 4 მილიარდი დოლარის ბიზნესი, რომელიც მოიცავდა სასტუმროებს, მათ შორის სასტუმრო Ritz-ს ლონდონში, მედია აქტივებს, როგორიცაა Telegraph და UK ჟურნალი The Spectator და Very Group ონლაინ საცალო მაღაზია. 

იგი 2021 წლის იანვარში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კეროლ ჯენკინს ბარნეტი

2016 წელს კეროლ ჯენკინს ბარნეტს, ამერიკული სუპერმარკეტების ქსელის Publix Super Markets-ის დამფუძნებლის შვიდი შვილიდან ერთ-ერთს, ალცჰეიმერის დაავადების ადრეული დაწყების დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობამდე ის მსახურობდა Publix-ის დირექტორთა საბჭოში და იყო სუპერმარკეტის საქველმოქმედო განყოფილების პრეზიდენტი.

მეწარმე 2021 წლის დეკემბერში, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქონება 2,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ელი ბროუდი

1957 წელს მან დააარსა Kaufman & Broad, რომელიც გახდა ხელმისაწვდომი სტანდარტული საცხოვრებლის ერთ-ერთი უდიდესი დეველოპერი შეერთებულ შტატებში. ამის შემდეგ ბიზნესმენმა შეიძინა სადაზღვევო კომპანია Sun Life Insurance და 1998 წელს მიჰყიდა AIG-ს 18 მილიარდ დოლარად აქციების სახით. ბროუდი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სიცოცხლის განმავლობაში მან დააარსა ორი ფონდი - Broad Foundation for Arts და Eli and Edith Broad Foundation, რომელმაც 4 მილიარდი დოლარი შესწირა სამედიცინო კვლევების, განათლებისა და ხელოვნების მხარდასაჭერად. 

ბიზნესმენი 2021 წლის მაისში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქონება იმ მომენტისათვის 6,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system