თავში

მინისტრი ფერმერებს სოლიდარობას სთხოვს

მინისტრი ფერმერებს სოლიდარობას სთხოვს
მინისტრი ფერმერებს სოლიდარობას სთხოვს

"შეზღუდვა გულისხმობს დამატებით დისკომფორტებს ჩვენი მოსახლეობისთვის. უკავშირდება ეს საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო საქმიანობას, ამა თუ იმ სუბიექტების. სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელებამ, ჩვენს მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის," - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მინისტრის თქმით, დაწესებული შეზღუდვები დისკომფორტს შეუქმნის ფერმერებს და მათ მოთმინება და სოლიდარობა სთხოვა.

„ გვესმის უხერხულობები, რომელიც ფერმერებს გააჩნიათ მობილობასთან დაკავშირებით. მაგრამ მერწმუნეთ, რომ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც რა თქმა უნდა გარდაუვალი იყო ასეთი შეზღუდვების დაწესების გარეშე. ჩვენთვის უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. რა თქმა უნდა ეკონომიკური ინტერესებიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გვიწევს გარკვეული კომპრომისი ეკონომიკასთან მიმართებაში. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ასევე ხაზი უნდა გავუსვათ, ჩვენ შედეგებს მივაღწიეთ მხოლოდ საზოგადოების სოლიდარობით. სოლიდარობა არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ გვქონდეს წარმატება. ფერმერები, ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებული კატეგორიაა, ისინი არიან ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, რადგან მეც დიდი ხანია ამ სფეროს წარმოვადგენ. ფერმერებიც იქნებიან სოლიდარულები დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად. რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ, რომ ეს არ არის ყველაზე კომფორტული პერიოდი მათ ცხოვრებაში. ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში, მაგრამ გამოსავალი არის თანამშრომლობაში. კონკრეტული გადაადგილების კორიდორი, რაც ფერმერებისთვის დაწესდა, რა თქმა უნდა იძლევა საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარონ შეფერხების გარეშე. რა თქმა უნდა გარკვეული სირთულეები ემატება მათ საქმიანობას. მუნიციპალიტეტებთან მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ყოველდღიურად კომუნიკაცია. მუნიციპალიტეტები მათ მისცემენ საშვებს, მისცემენ დამატებით უფლებას, მცირე მაღაზიების ოპერირების შემთხვევაში“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system