თავში

მინისტრი სარესტორნე ბიზნესს მაღალი თვითშეგნებისკენ მოუწოდებს

მინისტრი სარესტორნე ბიზნესს მაღალი თვითშეგნებისკენ მოუწოდებს
მინისტრი სარესტორნე ბიზნესს მაღალი თვითშეგნებისკენ მოუწოდებს

"ადამიანებმა, ვინც მანამდე გვიანობამდე სტუმრობდა თბილისის რესტორნებს, საათების შეზღუდვის შემდეგ გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებისკენ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მცხეთის რესტორნებში მობილობის გაზრდა ასუსტებდა მთავრობის გადაწყვეტილების ეფექტურობას, არ აგდებდა მობილობას და მეორე მხრივ, უსამართლო იყო თბილისის რესტორნების მიმართ.

„აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მახლობლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებზეც გავრცელდეს იგივე შეზღუდვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის შეფასებით, ყველამ ერთად უსაფრთხოდ უნდა გადავლახოთ მეორე ტალღა - მძიმე შემოდგომა და ზამთრის პერიოდი. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ასევე მალე იქნება შესაძლებელი დღეს არსებული შეზღუდვების მოხსნა. 

„ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, ბიზნესზე. ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას - მთავრობა მარტო შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებებით ვერ შეაკავებს ვირუსს. ამიტომ ძალიან დიდი თვითშეგნება უნდა გამოიჩინონ ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ყველას, ვინც ასე იქცევა, დიდ მადლობას ვუხდით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, პანდემიიდან გამომდინარე 22:00 საათიდან შეზღუდვები გასულ კვირასი დაწესდა თბილისის რესტორნების მუშაობაზე. დღეს კი იგივე შეზღუდვა გავრცელდა მცხეთის რესტორნებზეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system