თავში

მინისტრის მოადგილე: საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ღრმავდება

მინისტრის მოადგილე: საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ღრმავდება
მინისტრის მოადგილე:  საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ღრმავდება

სეულში, საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი - მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტ-აპების მხარდაჭერის, ინოვაციების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და შესაბამის ოქმს ხელი მოაწერეს. როგორ სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკური ურთიერთობები  აქტიურ ეტაპზე გადადის.

„ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო აქტიურ ეტაპზე გადადის, შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა - მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის პირველი სხდომაც სეულში ჩავატარეთ და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განვიხილეთ. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი ქვეყნის აქტიური პარტნიორობის და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system