თავში

მიწის სისტემური რეგისტრაცია 5 მუნიციპალიტეტში იწყება

მიწის სისტემური რეგისტრაცია 5 მუნიციპალიტეტში იწყება
მიწის სისტემური რეგისტრაცია 5 მუნიციპალიტეტში იწყება

"მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება და მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ,"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება 5 მუნიციპალიტეტს შეეხება. ესენია: თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს.

"ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს,“-განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ თავრობას აქვს 3-წლიანი გეგმა სისტემური რეგისტრაციის საბოლოოდ დასრულებისთვის. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში.

„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, უფასოდ, საფასურის გარეშე რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მთავრობას აქვს უკვე 3-წლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system