თავში

მოიჯარეებს გადასახადები გადაუვადდათ

მოიჯარეებს გადასახადები გადაუვადდათ
მოიჯარეებს გადასახადები გადაუვადდათ

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 23 აპრილს უკვე შეტანილი იყო ეს ცვლილება, "- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ქვემოიჯარეების გადასახადებისგან განთავისუფლების შესახებ მერიასთან შუამდგომლობის გაწევას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რაიმე ნიუანსია ქვემოიჯარეებთან დაკავშირებით, მერიასთან ამ თემაზე საუბარი შედგება.

„მერიას, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, დაევალა, სახელმწიფო ქონაში არსებული ქონებების იჯარის გადასახადის გადავადება. აქ საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს. თუ იქ რაიმე ნიუანსია, ქვემოიჯარეებთან დაკავშირებით, მერიასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება და უახლოეს დღეებში მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხით დაგიბრუნდებათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system