თავში

მოქალაქეები კომუნალურების ქვითრებს ხელზე აღარ მიიღებენ

მოქალაქეები კომუნალურების ქვითრებს ხელზე აღარ მიიღებენ
მოქალაქეები კომუნალურების ქვითრებს ხელზე აღარ მიიღებენ

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სემეკმა ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა.

ამის შესახებ report.ge-ს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ აცნობა.  მათი განმარტებით, 15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში.

სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ელექტრონული ქვითრების მისაღებად კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები კომპანიების ცხელი ხაზის ან USSD კოდის - *303#-ის საშუალებით.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ქვითრის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც.

ელექტრონული ქვითარი მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბმულს, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ხელმისაწვდომია 3 (სამი) წლის განმავლობაში. მისი გადმოწერა მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერ დროს, PDF ან/და JPG ფორმატში.

ბეჭდური ქვითრისგან განსხვავებით ელექტრონული ქვითრის არ მიღების ან წაშლის შემთხვევაში, *303#- სერვისის მეშვეობით შესაძლებელია, როგორც აღნიშნული ქვითრის ხელმეორედ გამოთხოვა, ისე ბალანსის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მიღება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system