თავში

მოქალაქეებს გაუქმებული ფრენებით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ

მოქალაქეებს გაუქმებული ფრენებით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ
მოქალაქეებს  გაუქმებული ფრენებით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ

საერთაშორისო ავიაკომპანიებთან "თურქეთის ავიახაზებთან" და "პეგასუსთან" საქართველოს მთავრობას კომუნიკაცია ჰქონდა. ისინი გაუქმებული რეისების მგზავრებს ზარალს აუნაზღაურებენ ან ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

როგორც ცნობილია, თურქეთის უმსხვილესმა საერთაშორისო ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებმა“ და „პეგასუსმა“ მ.წ. 17 აპრილის ჩათვლით შეაჩერეს ფრენები გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, 24 საათს მუშაობს ცხელი ხაზი. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც იმყოფებით ამ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ", - აცხადებენ სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system