თავში

მოქალაქეებს შეუძლიათ უარი თქვან სახელმწიფოს მიერ კომუნალურების დაფარვაზე

მოქალაქეებს შეუძლიათ უარი თქვან
მოქალაქეებს შეუძლიათ უარი თქვან სახელმწიფოს მიერ კომუნალურების დაფარვაზე

რამდენიმე დღეში ელექტრონული პლატფორმა ამუშავდება, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აბონენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პროგრამით სარგებლობა, რომელიც გაზისა და დენის სამი თვის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიიდან აცნობეს.

კომისიაში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივის გამოცხადების შემდეგ მათთან ბევრი ზარი შევიდა და მომხმარებლების ნაწილი გამოთქვამს სურვილს, თავად დაფაროს დენისა და გაზის ხარჯები.

შეგახსენებთ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების გადახდის გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system