თავში

მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს ახალი საგადახდო სისტემა ექნება - პაპუნა ლეჟავა

მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს ახალი საგადახდო სისტემა ექნება - პაპუნა ლეჟავა
მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს ახალი საგადახდო სისტემა ექნება - პაპუნა ლეჟავა

მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ახალი საგადახდო სისტემა ექნება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად. იმავდროულად, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

მათივე ცნობით, პროექტი მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების კომპონენტს, რომელსაც დამოუკიდებლად განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. პროექტით ერთი მხრივ გაძლიერდება დახმარების პროგრამები მცირე ზომის საწარმოებისთვის, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება სწრაფი გადახდების ახალი სისტემა, რომელიც მათ შორის აღნიშნული საწარმოებისთვის გაზრდის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობას.

"პროექტი რამდენიმე ქვეკომპონენტს მოიცავს და ყველა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის დიჯიტალიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კომპონენტს, ესაა სწრაფი გადახდების სისტემა, რომელიც მუდმივად, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ვფიქრობთ, რომ პროექტის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაჭირდება. საქართველოს მომავალი წლის ბოლოსთვის ექნება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც იქნება სწრაფი, მყისიერი და იაფი გადახდის საშუალება", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system