თავში

მომავალ წელს სურსათის ფასები გაიზრდება

მომავალ წელს სურსათის ფასები გაიზრდება
მომავალ წელს სურსათის ფასები გაიზრდება

საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ორგანიზაცია SpartanNash-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონი სარსამმა განაცხადა, რომ მომავალ წელს რძის პროდუქტებისა და დაფასოებული საკვები პროდუქტების ღირებულება გაძვირდება. 

IRI-ის კვლევის შეფასებით, 2022 წლის პირველ ნახევარში სურსათზე ფასები საშუალოდ 5%-ით გაიზრდება, თუმცა ზრდის ტემპი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება.

სააგენტო Mondelez International-ში აცხადებენ, რომ იანვრიდან აშშ-ში ტკბილეულის ფასები 6%-დან 7%-მდე გაიზრდება. 

ეკონომისტები ფასების ზრდას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინფლაციის უმაღლეს მაჩვენებელს უკავშირებენ. 

აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ნოემბერში 6,8%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ტემპია 1982 წლის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system