თავში

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელიან

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელიან
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელიან

Galt & Taggart-ის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ინფლაციური ზეწოლა გაზრდილია და მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. Galt & Taggart–ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის, თქმით, მიმდინარე თვის სხდომაზე, რომელიც 28 აპრილს გაიმართება მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება, გამომდინარე იქიდან, რომ ის ფაქტორები, რომელიც დღეს ლარზე მოქმედებს მომდევნო თვეებში სავარაუდოდ არ შემსუბუქდება.

მესამე წელია მიზნობრივ ინფლაციაზე მაღალი ინფლაცია ფიქსირდება ქვეყანაში, განსაკუთრებით მარტში, როდესაც მაჩვენებელმა 7,2%–ს მიაღწია.

Galt & Taggart–ის ეკონომისტის განმარტებით, პირველი ფაქტორი, რაც ფასების დონეზე მოქმედებს არის ლარის კურსი, მეორე– მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიო სასაქონლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა და მესამე ფაქტორი არის კომუნალურებზე ტარიფის ზრდა.

„ჩამოთვლილთაგან ფასების დონეზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს გაცვლით კურსს. როდესაც ლარი დოლარის მიმართ 1%–ით უფასურდება ეს იწვევს ფასების ზრდას 0.25%–0.35% პუნქტის ფარგლებში. ჩვენი მოლოდინით, ფასების ზრდა გაგრძელდება და წლის ბოლოს მიაღწევს 8,6%–ს, რაც წლიურ ჭრილში გამოდის 6,9%–იანი ზრდა,"– განმარტავს  ქავთარაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system