თავში

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ - კობა გვენეტაძე

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ - კობა გვენეტაძ
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ - კობა გვენეტაძე

რაც დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ, – ამის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.  

კობა გვენეტაძის განმარტებით, ის დისბალანსი, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში, ჯერჯერობით არ დასრულებულა და მის სხვადასხვა გამოვლინებებს ვხედავთ.

სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღევანდელი პროგნოზით, რომელიც მსოფლიოში ხშირად იცვლება, შოკის ამოწურვის პარალელურად, ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს შემცირებას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ.

"მაგალითად, ნავთობის ფასები ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს დისბალანსები აღმოიფხვრება, ეს უკვე ინფლაციაზეც აისახება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system