თავში

მონცეფ სლაუი: დაბალია შანსი, რომ ვაქცინამ ახალი შტამის წინააღმდეგ არ იმოქმედოს

მონცეფ სლაუი: დაბალია შანსი, რომ ვაქცინამ ახალი შტამის წინაა
მონცეფ სლაუი: დაბალია შანსი, რომ ვაქცინამ ახალი შტამის წინააღმდეგ არ იმოქმედოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველმა მონცეფ სლაუიმ განაცხადა, რომ უდიდესი ალბათობით, კორონავირუსის უკვე არსებული ვაქცინები COVID-19-ის ახალი სახეობის წინააღმდეგაც იმოქმედებს, რომელიც მიმდინარე კვირაში დიდ ბრიტანეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ვთვლი, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არცერთი შტამი, რომელიც ვაქცინას წინააღმდეგობას გაუწევს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხვთ, თუმცა ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ არსებობს", - აცხადებს სლაუი.

სლაუის განცხადებით, COVID-19-მა შესაძლოა კიდევ ბევრი მუტაცია განიცადოს, ვინაიდან ცილა, რომელსაც ვირუსი იყენებს, მუტაციისკენ არის მიდრეკილი. მისი მოსაზრებით, COVID-19-ის გამომწვევი სერიოზულ ტრანსფორმაციას არ განიცდის.

ჯანმო-ს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში ფართოდ არის გავრცელებული, დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system