თავში

მყარი ნარჩენის დამუშავების მიზნით სექტორული ორგანიზაციები შეიქმნებიან

მყარი ნარჩენის დამუშავების მიზნით სექტორული ორგანიზაციები შეიქმნებიან
მყარი ნარჩენის დამუშავების მიზნით სექტორული ორგანიზაციები შეიქმნებიან

მყარი ნარჩენის მართვის მექანიზმის ეფექტური მუშაობის მიზნით მწარმოებლები სექტორულ ორგანიზაციებს შექმნიან. ამის შესახებ  ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ალვერდ ჩანქსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენის  შეგროვება-დამუშავებას მწარმოებლები ცალ-ცალკე განახორციელებენ. თითოეულ მიმართულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული ორგანიზაცია მოემსახურება.

"საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ნარჩენების მართვის სისტემის შექმნის მიზნით, რაც ნარჩენების სეპალირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას და გადამუშავებას  გულისხმობს. კანონმდებლობის მთავარი მოთხოვნაა, რომ მწარმოებელმა თავისი წარმოებული პროდუქციისგან წარმოქმნილი ნარჩენი თავად უნდა შეაგროვოს და  ეკოლოგიურად უსაფრთხო გზით დაამუშავოს. თითოეული ნარჩენისთვის ცალკე კონკრეტული ნორმატიული აქტები შემუშავდება. მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენის მართვის ვალდებულება მწარმოებლებმა კარგად გაითავისონ. კანონდმებლობის თანახმად, ისინი შექმნიან სექტორულ ორგანიზაციებს, რომლებიც  ამა თუ იმ კატეგორიის ნარჩენის შეგროვების, ტარნსპორტირების, განთავსების და სრული რეციკრირების მენეჯმენტს განახორციელებენ ანუ შესაბამის გეგმებს შეიმუშავებენ. ცხადია, ამისთვის ჯერ უნდა გაიაროს ავტორიზაცია,  წარადგინოს  განაცხადი და  დადებითი დასკვნის შემთხვევაში, აკრედიტაციას მიიღებენ", - აცხადებს ჩანქსელიანი.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენის საკითხს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა.

არსებული მონაცემით, საქართველოში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების კონკრეტული სახეობის ბაზრის მოცულობამ 2016 წელს 14600 ტონას მიაღწია. პროგნოზის თანახმად, 2027 წლისთვის 52 000 ტონას მიაღწევს. 2017 წელს 9 კატეგორიის ელექტრომოწყობილობებიდან წარმოქმნილმა ნარცენმა 15 700 ტონა შეადგინა, რაც 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 4.2 კგ-ის ტოლია. უხეში გათვლებით, აღნიშნულ პერიოდში ელექტრონული მოწყობილობების საერთო რაოდენობა შეიძლება იყოს 29 100 ტონა, 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 7.8 კგ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system