თავში

მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 15.5%-ით შემცირდა

მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 15.5%-ით შემცირდა
მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 15.5%-ით შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 1931 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,5 პროცენტით ნაკლები) 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 73,5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,8 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 

ოფოციალური სტატისტიკით, დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 30,1 პროცენტი ქ. თბილისზე, 13,2 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 13,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 341,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,5 პროცენტით ნაკლები) 562 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,1 პროცენტით მეტი).

ცნობისთვის, საქართველოში 2020 წელს მშენებლობაზე გაცემული იყო 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11,0 პროცენტით ნაკლები) 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 პროცენტით ნაკლები). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system