თავში

მშპ-თან მიმართებით საქართველოს ვალი 61-64%-ის ფარგლებში ექნება

მშპ-თან მიმართებით საქართველოს ვალი 61-64%-ის ფარგლებში ექნება
მშპ-თან მიმართებით საქართველოს ვალი 61-64%-ის ფარგლებში ექნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2021 წლის ბოლოსთვის მშპ-სთან მიმართებით საქართველოს საგარეო ვალის 63.8%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს, IMF-ის პროგნოზითვე, 2022-ში საქართველოს საგარეო ვალის ნიშნული 61.04%-ზე იქნება, 2023 წელს - 59.159%-ზე, 2024 წელს - 57.248%-ზე, 2025 წლისთვის - 55.512%-ს, ხოლო 2026 წლისთვის - 53.978%-ზე.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ვალის დონე წელს 60.1%-ზეა განსაზღვრული. 2022 წელს მთავრობა საგარეო ვალის 58.6%-იან მაჩვენებელს ელოდება, 2023-ში - 57.8%-იანს, ხოლო 2024-ში - 57.6%-იან ვალს.

დღეს, 12 აპრილს, საქართველომ $500-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს. საუბარია 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირ თანხაზე - $500 მილიონ დოლარზე. ვალის მომსახურება მისი რეფინანსირებით მოხდება, რაც ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების გამოშვებას ნიშნავს.

ცნობისთვის, IMF-მა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეუმცირა, ხოლო 2022 წელს 5.8%-იან ეკონომიკური ზრდას ვარაუდობს. საქართველოს  მთავრობამ ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკურ ზრდა არ შეცვალა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system