თავში

"მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამის შედეგები შეაჯამეს

"მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამის შედეგები შეაჯამეს
მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამის შედეგები შეაჯამეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ღონისძიებაზე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამის შედეგები შეაჯამეს. 

ხაზი გაესვა გლობალური პანდემიის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე ფონდის მნიშვნელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობისთვის. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ.

სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლია გიგაურის განცხადებით, ფონდის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივების მიზნებს და გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობას დაეხმაროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system