თავში

მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება

მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება
მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება

6 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0.19%-ით გაიზარდა, 77.31 აშშ დოლარამდე.

რაც შეეხება, WTI-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ღირებულებას, იგი 1,58%-ით არის შემცირებული, 76,35 აშშ დოლარამდე, რაც 2014 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალი ღირებულებაა.

არაოფიციალური მოლაპარაკებები OPEC +-ის წევრ ქვეყნებს შორის გრძელდება და შესაძლოა კვირის ბოლოს ოფიციალური შეხვედრა გაიმართოს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები შეთანხმებაზე წასვლას არ აპირებს, თუ ქვეყანას წარმოების უფრო მაღალი საბაზისო დონე არ ექნება.

გასული წლის მაისიდან, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+- მა შეამცირა ნავთობის წარმოება დღეში 9,7 მილიონი ბარელით. ვითარების სტაბილიზაციის შედეგად, შეზღუდვები შემსუბუქდა და 2021 წლის მაისში ორგანიზაციამ ნავთობის მოპოვება 6,55 მილიონი ბარელით შეამცირა, ივნისში - 6,2 მილიონით, ხოლო ივლისში 5,76 მილიონით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system