თავში

მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის 4 %-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის 4 %-იან ზრდას პროგნოზირებს
მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის 4 %-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ,4 %-ით გაიზრდება, თუკი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკის „2021 წლის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივებში“ აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი შეფერხდება, თუ პოლიტიკოსები პანდემიის შესუსტებისა და ინვესტიციების გაზრდის კუთხით გადამწვეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ.

„პანდემიამ სიკვდილიანობისა და დაავადების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო და ეკონომიკური აქტივობა და შემოსავლები, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეამციროს. მოკლევადიანი პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია კოვიდ 19- ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინების სწრაფი და ფართოდ გავრცელების უზრუნველყოფა. ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველყოფის მიზნით ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად ზრდას, რაც ნაკლებად არის დამოკიდებული სახელმწიფო ვალზე,“ -აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური აღორძინების ხელშესაწყობად, ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ რეინვესტიციების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

„პანდემიის ზეგავლენის დასაძლევად და ინვესტიციების კუთხით წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად, საჭიროა მნიშვნელოვანი ქმედება ბიზნესის გარემოს გასაუმჯობესებლად და შრომისა და პროდუქტების ბაზრის მოქნილობის გასაზრდელად,“ - აცხადებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი დევიდ მალპასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system