თავში

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა განათლების რეფორმა მოიწონა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა განათლების რეფორმა მოიწონა
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა განათლების რეფორმა მოიწონა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის კიდევ უფრო გააქტიურდება.


„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. მასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. მე აღვნიშნე, რომ საქართველოს ძალისხმევა, გახადოს ბიზნესის კეთება უფრო მარტივი, პოზიტიურად აისახა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგშიც და დღეს, თქვენი ქვეყანა მეექვსე ადგილზეა. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის განვითარების, კერო სექტორის ხელშეწყობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ კარგ პერსპექტივას და მზად ვართ მხარდაჭერისთვის, - განაცხადა კოენ დევიდსმა.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system