თავში

მსოფლიო ბანკთან 85 მილიონის სესხი გაფორმდა

მსოფლიო ბანკთან €85 მილიონის სესხი გაფორმდა
მსოფლიო ბანკთან 85 მილიონის სესხი გაფორმდა

მსოფლიო ბანკთან დღეს საქართველომ 85 მილიონი ევროს მოცულობის ახალ სასესხო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტით განსაზღვრულ მეორე პრიორიტეტს სწრაფი გადახდების სისტემის რეფორმირება წარმოადგენს. პროექტის ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწრამოე საქართველოში” აითვისებს და ბიზნეს გრანტებს და სესხის სუბსიდიას გასცემს. სწრაფი გადახდების სისტემის რეფორმირების კუთხით კი თანხას ძირითადად ეროვნული ბანკი მიიღებს.

ახალი სესხით გათვალისწინებულ თანხას საქართველო 2022-2026 წლებში მიიღებს და მისი ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებად ნაწილდება - 68 მილიონი ევრო “აწარმოე საქართველოში”-ს გამოეყოფა, ხოლო 12 მილიონი ევრო ქვეყანაში ციფრული გადახდების სისტემების გაუმჯობესებას მოხმარდება. 


"აწარმოე საქართველოში" 68 მილიონი ევროს დაფინანსებას ასე გაანაწილებს:

გრანტები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის - 25 მილიონი ევრო;
სესხის პროცენტის თანადაფინანსება - 12.8 მილიონი ევრო;
კრედიტის ნაწილობრივი გარანტირება - 25 მილიონი ევრო;
ბიზნესების დახმარება გაციფრულებაში - 5 მილიონი ევრი;

ციფრული გადახდების სისტემის მხარდასაჭერად გამოყოფილი 12 მილიონი ევრო ამგვარად ნაწილდება:

ეროვნული ბანკი - საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლება - 6 მილიონი ევრო;
ეკონომიკის სამინისტროს, "აწარმოე საქართველოში"–ს და იუსტიციის სამინისტროს მომხმარებელთა სარეგისტრაციო სისტემების გაუმჯობესებისთვის 4.3 მილიონი ევრო გამოეყოფათ;
დაცული ტრანზაქციების რეფორმაზე კი 1.7 მილიონი ევრო დაიხარჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system