თავში

მსოფლიო ეკონმიკური მდგომარეობა პოსტკოვიდურ პერიოდში

მსოფლიო ეკონმიკური მდგომარეობა პოსტკოვიდურ პერიოდში
მსოფლიო ეკონმიკური მდგომარეობა პოსტკოვიდურ პერიოდში

COVID-19 პანდემიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა გლობალური რეცესია გამოიწვია. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში, ქვეყნების მასობრივ ჩაკეტვას და ეკონომიკის გაჩერებას მძიმე შედეგები მოჰყვა როგორც განვითარებული, ისე მზარდი და განვითარებადი ეკონომიკებისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ყველა რეგიონში უარყოფითი ეკონომიკური ზრდებია მოსალოდნელი. 

"პანდემიის გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს -4.9% იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით (პპ) დაბალი მაჩვენებელია. ხოლო 2021 წელს, ვირუსის გავრცელების ტემპის დასტაბილურებასთან ერთად, 5.4%-იანი ზრდაა პროგნოზირებული," - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

სებ-ის შეფასებით, პანდემიამ მოსალოდნელზე მეტად დააზარალა განვითარებული ქვეყნები, სადაც 2020 წელს -8%3-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო 2021- ში ზრდა 4.8% იქნება. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი -3%4-ია 2020 წელს, რაც 2 პპით დაბალი მაჩვენებელია წინა პროგნოზთან შედარებით. ხოლო 2021 წელს 5.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 

სებ-ის განმარტებით, 2020 წლის პირველ ნახევარში, პანდემიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეკონომიკური აქტივობა რეკორდულად შემცირდა აშშ-ში. საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობის დონე. შემცირდა კერძო მოხმარება და საცალო გაყიდვები. ასევე, ფირმების დახურვასთან ერთად, გაუარესდა სამრეწველო წარმოება. ცალკეული შტატების ჩაკეტვის შედეგად დაეცა სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები. ამას, ასევე, დაემატა ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება, რაც უარყოფითად აისახა საინვესტიციო გარემოზე. მიუხედავად ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობის გარკვეული გაუმჯობესებისა, სსფ-ს პროგნოზით6 2020 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში -8% იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 2.1 პპ-ით დაბალი მაჩვენებელია. ხოლო 2021 წელს 4.5%- იანი ზრდაა პროგნოზირებული. ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წელს 0.6% იქნება, ხოლო 2021 წელს 2.2%-ია მოსალოდნელი. 

რაც შეეხება ევროზონას,  COVID-19-ის სწრაფი ტემპით გავრცელების პარალელურად ევროზონაში, ჩაიკეტა საზღვრები და დაიხურა საწარმოები. შედეგად, 2020 წლის პირველ ნახევარში, ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად დაეცა. სებ-ის შეფასებით, უპრეცენდენტოდ გაუარესდა სამრეწველო სექტორი და საცალო გაყიდვები. მნიშვნელოვნად შემცირდა ექპორტის და ინვესტიციების მოცულობა. დაბალია სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები. სსფ-ს პროგნოზით8, ევროზონის ქვეყნების რეალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს -10.2% იქნება, რაც წინა პროგნოზთან9 შედარებით 2.7 პპ-ით დაბალი მაჩვენებელია. ხოლო 2021 წელს 6%- იანი ზრდაა მოსალოდნელი. ინფლაციის დონე 2020 წელს 0.2% იქნება, ხოლო 2021 წელს 1%-ია პროგნოზირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system