თავში

მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს $100 ტრილიონს გადააჭარბებს

მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს $100 ტრილიონს გადააჭარბებს
მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს $100 ტრილიონს გადააჭარბებს

ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის ანგარიშის თანახმად (CEBR), ისტორიაში პირველად, 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა $100 ტრილიონს გადააჭარბებს.  Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა $100 ტრილიონს პროგნოზირებულზე ორი წლით ადრე, 2022 წელს გადააჭარბებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის ჩინეთი აშშ-ს გადაასწრებს და მსოფლიოს პირველი ეკონომიკა იქნება. ხოლო 2031 წელს მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ეკონომიკა ინდოეთი გახდება.

ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის თანახმად, პანდემიის ეფექტიდან გამოსვლასთან ერთად გლობალური მშპ გაიზრდება, ხოლო მომავალ წლებში მთავარი გამოწვევა ინფლაცია იქნება.

ანგარიშის თანახმად, გერმანია იაპონიის ეკონომიკას 2033 წელს გაუსწრებს. ხოლო ბრიტანეთის ეკონომიკა  საფრანგეთის ეკონომიკას 2036 წელს გადააჭარბებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system