თავში

მსოფლიო ეკონომიკა პირველად ისტორიაში $100 ტრილიონიან მაჩვენებელს დააფიქსირებს

მსოფლიო ეკონომიკა პირველად ისტორიაში $100
მსოფლიო ეკონომიკა პირველად ისტორიაში $100 ტრილიონიან მაჩვენებელს დააფიქსირებს

მსოფლიოს ეკონომიკური გამოსავლიანობა მომავალ წელს პირველად ისტორიის განმავლობაში $100 ტრილიონს მიაღწევს. ამასთან, უკანასკნელი გაანგარიშებებით ჩინეთს იმაზე მეტი დრო დასჭირდება აშშ-სთვის პირველობის ჩამოსართმევად, ვიდრე აქამდე იყო პროგნოზირებული. 

ბრიტანული საკონსულტაციო ცენტრი აცხადებს, რომ ჩინეთი მსოფლიოს უმაღლესი ეკონომიკა (დოლარში დათვლით) 2030 წელს გახდება. ანუ, დასჭირდება აქამდე ნავარაუდევზე ორი წლით მეტი. ინდოეთი მომავალ წელს საფრანგეთს გადაუსწრებს, ხოლო დიდი ბრიტანეთი 2023 წელს აღიდგენს თავის ადგილს მსოფლიო ეკონომიკების რეიტინგის მეექვსე ადგილზე. 

გაანგარიშების მიხედვით, გერმანია შესაძლოა იაპონიაზე წინ აღმოჩნდეს, ხოლო რუსეთი ტოპ 10-ს 2036 წელს დაუბრუნდეს. ამავდროულად, ინდონეზია მეცხრე ადგილის გამყარებას ცდილობს. მისთვის ეს რეალისტური პროგნოზია.

"მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაუმკლავდება 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა ინფლაციას, რომელიც, მაგალითად, აშშ-ში წელს 6.8%-მდე გაიზარდა", - აცხადებენ კვლევით ორგანიზაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system