თავში

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წევრებს მადლობას უხდის

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წევრებს მადლობას უხდის
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წევრებს მადლობას უხდის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც წევრი ქვეყანა, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO) თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კუნიო მიკურიამ თავის ვიდეო მიმართვაში მადლობა გადაუხადა წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს და მათ შორის საქართველოს, ამ რთულ პერიოდში, სწრაფი, სანდო, უსაფრთხო და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დენერგვისთვის, რომლებიც კონტროლის ბარიერების მინიმუმამდე შემცირებით მოახდენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსის სწრაფ გაუმჯობესებას.

ჩვენ მივმართეთ, ორგანიზაციის 183 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, რათა მათ გაიზიარონ არსებული გამოწვევები და მიიღონ რჩევები ამ მიმართულებით, კერძოდ; შესაბამისი რისკ-მენეჯმენტის გათვალისწინებით, მოახდინონ საზღვრებზე საქონლის მოძრაობის პროცედურების გამარტივება. ასევე, კომუნიკაციის ფარგლებში, უზრუნველყონ თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან და კერძო სექტორთან", - აღნიშნა კუნიო მიკურიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system